„შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის III მოდულის შემაჯამებელი წერა (ტესტირება) 2026 წლის 27 ივნისს ჩატარდება!

 წერა ჩატარდება კომაროვის სკოლაში (მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49). 

ტესტირებაზე რეგისტრაცია დაიწყება - 08:00 საათიდან 

წერა დაიწყება - 09:00  საათზე 

ტესტირების ხანგრძლივობა - საათი და 30 წუთი

ტესტირებაზე მოსწავლე უნდა გამოცხადდეს დროულად

ყველა მოსწავლის ნაშრომი (კოდირებული) და გამოყენებული ტესტი აიტვირთება იმავე დღეს სკოლის ვებ-გვერდზე. 

აუცილებელია კოდის გამოტანა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ, ვებ-გვერდზე მოძებნოთ მოსწავლის ნაშრომი და თქვენვე შეამოწმოთ ნაწერი. 

ტესტირების პროცედურასთან დაკავშირებით, აპელაცია მიიღება 27 ივნისს, 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.

პირველადი შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2 ივლისისა.


პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება  2 და 3 ივლისს 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.


საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 8 ივლისს 18 საათამდე.


 წერაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს

·  საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, წყალი (გამჭვირვალე ბოთლით), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან იმ სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, რომელშიც  სწავლობს   (თუ აქვს, სავალდებულო არ არის). 

·       პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეს გადაუღოს ფოტო  შემდგომი იდენტიფიკაციისთვის

·       ტესტირების მიმდინარეობისას აკრძალულია მობილური ტელეფონის, კალკულატორის, საათის (ნებისმიერი) ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ქონა.

·       მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს მობილური ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში, რომელსაც ჩართავს მხოლოდ წერის დასრულებისა და საგამოცდო ტერიტორიის დატოვების შემდეგ, რომ შეძლოს მშობელთან დაკავშირება. 

·       წერის დროს მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს საათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საათიც უნდა შეინახოს ტელეფონთან ერთად.

ტესტირების მიმდინარეობისას ტელეფონის (თუნდაც გამორთულის), ან კალკულატორის, ან საათის აღმოჩენის შემთხვევაში საგამოცდო კომისია ვალდებულია ნაშრომი შეაფასოს 0 ქულით.

 

·         ნებისმიერი სხვა ნივთის შემოტანა არ არის რეკომენდებული. 

ტესტის სტრუქტურა და საკონკურსო პირობები.

 ტესტის სტრუქტურა:

·     შემაჯამებელი წერის ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

·   19 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით.

·   6 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით, შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).

·   ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

 

 საკონკურსო პირობები:


შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51- მოსწავლეს და 50- მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა). ვიმეორებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლისშემაჯამებელი წერით, მე-7 კლასში არ მიიღება 50-ზე მეტი მოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43- მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე).

 

მე-7 კლასში მისაღები გამოცდა:


მე-7 კლასში მისაღები გამოცდის სავარაუდო თარიღი 16-20 ივლისის პერიოდია, ზუსტი თარიღი გამოცხადდება მოგვიანებით.

მე-7 კლასში მისაღები გამოცდის საკონკურსო ადგილების რაოდენობა გამოცხადდება არაუგვიანეს 9 ივლისს.

  კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784